ერდოღანი: თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა რეგიონი „მარიონეტული ომების“ ზონად არ გადაიქცეს

ეს პერსონა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რეგიონისთვის კრიტიკულ პერიოდში, როცა ირანთან ომის მოწოდებები ისმის, სტამბოლი ყველა დიპლომატიურ არხს მიმართავს დაძაბულობის შესამცირებლად. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა,  რომელიც ბუნებრივი აირის მილსადენის „თურქული ნაკადის“ ამოქმედებას მიეძღვნა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაძაბულობამ ირანსა და აშშ-ს შორის „არასასურველ დონეს“ მიაღწია.

მისივე თქმით, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს რეგიონში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

ერდოღანის მტკიცებით, ანკარა კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ერაყი, სირია, ლიბანი ან სპარსეთის ყურის რეგიონი გადაიქცეს „მარიონეტული ომების" ზონად. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ პროექტს, რომელიც აიგნორებს თურქეთის ინტერესებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩავარდნა ელოდება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება არა მარტო ეკონომიკას, არამედ უფლებრივ სფეროსა და დიპლომატიასაც.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top