იწინასწარმეტყველეს თუ არა „სიმპსონებმა“ ტრამპის გარდაცვალება

ეს პერსონა

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ანიმაციურმა სერიალმა „სიმპსონებმა“ ზოგიერთი მოვლენა იწინასწარმეტყველა, მაგალითად, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. მიუხედავად ამისა, ეს წინასწარმეტყველური იმიჯი სხვადასხვა მანიპულაციის მიზეზი გახდა, რაც ყალბი ამბების გავრცელებაში გამოიხატა.

2 წლის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც იყო მითითებული, რომ „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის გარდაცვალება იწინასწარმეტყველეს. თუმცა, როგორც გაირკვა, შოუს არცერთ ეპიზოდში არ გამოსულა მსგავსი სცენა და ის ყალბი იყო. ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მოტყუვდა.

პირველად სურათი არარსებული  სცენიდან ესპანურენოვან მედიაში გამოჩნდა, შემდეგ კი მან ინგლისურენოვანში გადაინაცვლა.

მექსიკური იუთუბ არხის, Badabun-ის ცნობით, უშუალოდ სურათი საიტ 4chan-ს ეკუთვნის.

 

 

წყარო: Buzzfeed
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top