ბრიტანეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ეს პერსონა

ბრიტანეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებულ ე.გ.-ს  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს,  ღამის საათებში, თბილისის  ზღვის  ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე  თ.ჰ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ე.გ. 2019 წლის 27 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top