რა თქვა ტრამპმა - მნიშვნელოვანი პუნქტები შტატების პრეზიდენტის განცხადებიდან

ეს პერსონა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ირანმა ერაყში ორი ამერიკული ბაზა დაბომბა. ტრამპის გვერდით იდგნენ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი.

გთავაზობთ მნიშვნელოვან პუნქტებს ტრამპის განცხადებიდან

ტრამპი: ჩვენ არ გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის ნავთობი

"ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ნავთობის და ბუნებრივი აირის ნომერ პირველი მწარმოებელი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და ჩვენ არ გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის ნავთობი."

დონალდ ტრამპი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აანონსებს

"შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დაუწესებს ირანის რეჟიმს ეკონომიკურ სანქციებს"

ტრამპი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ირანთან შეთანხმება გავაფორმოთ

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან შეთანხმების დადებისთვის, რაც მსოფლიო უფრო მშვიდს და უსაფრთხოს გახდის.

ტრამპი: სოლეიმანი "გეგმავდა ახალ თავდასხმებს ამერიკულ სამიზნეებზე, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ"

"მან გაწვრთნა ტერორისტების არმიები, მათ შორის ჰესბოლა. განახორციელა ტერორისტული თავდასხმები სამოქალაქო სამიზნეებზე. მან გააძლიერა სამოქალაქო ომები რეგიონში. მან დაჭრა და მოკლა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი"
"ის გეგმავდა ახალ თავდასხმებს ამერიკულ სამიზნეებზე, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ"

ტრამპი: ირანი აჩვენებს, რომ ეცემა

"ირანი როგორც ჩანს ეცემა და ეს კარგია ყველა მხარისთვის და ძალიან კარგია მსოფლიოსთვის"

ტრამპის თქმით, აშშ-ს ბაზებზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია

"ჩვენ მსხვერპლი არ განგვიცდია. ყველა ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა სამხედრო ბაზებს"

ტრამპი: ირანს არასდროს მიეცემა უფლება ჰქონდეს ატომური იარაღი

”სანამ მე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასოდეს მიეცემა უფლება ატომური იარაღი ჰქონდეს.”

იხილეთ სრულად:

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top