პროკურატურა: ხელახლა განხორციელდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც  არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი

ეს პერსონა

პროკურატურა მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ: 

"განვმარტავთ, რომ 6 იანვარს  მურად წურწუმიას  გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის  დედა და ასევე დაზარალებულად  ცნო მუხრან ჩხვირკია. 
გამოძიების ფარგლებში, უმოკლეს პერიოდში   ჩატარდა  სამოცდაათამდე   საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის  სამედიცინო პერსონალი, დაინიშნა ექსპერტიზები და დამატებით გამოიკითხა დაზარალებული.
აღსანიშნავია,  რომ როგორც ექიმების გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით  არ დგინდებოდა  მურად წურწუმიას  თვალის დაკარგვის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეთანხმებით,  8 იანვარს, ექსპერტის მონაწილეობით, ხელახლა, დამატებით განხორციელდა  გარდაცვლილი მურად წურწუმიას  გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც ასევე არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია,  რომ 2020 წლის 2 იანვარს,  ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია  და მურად წურწუმია  იმყოფებოდნენ  ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ  ბრალდებულები ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება  წარმოიშვა მუხრან ჩხვირკიას  და გარდაცვლილ მურად წურწუმიას მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბრალდებულებმა ზ. ფ.-მ და  ვ.ბ.-მ, ჯგუფურად,  მურად წურწუმიას   მიაყენეს  სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც ეს უკანასკნელი,  4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ კი  6 იანვარს გამოიკვეთა, რომ  ზ.ფ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი,  კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,  ხსენებული  საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და ზ.ფ.-ს იმავე დღეს  წარედგინა ბრალი.
საქართველოს პროკურატურაში გრძელდება  გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში. 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top