ჯასტინ ბიბერი: ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება აღმომიჩინეს

ეს პერსონა

პოპ მომღერალი ჯასტინ ბიბერი მძიმე დაავადებას ებრძვის. ინფორმაციას  მომღერალი Instagram-ის გვერდზე ავრცელებს.

„ხალხი ამბობს, რომ ჯასტინ ბიბერი საშინლად გამოიყურება და მეტამფეტამინს მოიხმარს, თუმცა მათ არ იციან, რომ ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება აღმომიჩინეს. ასევე დამიდგინეს  მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმაც, რაც ჩემს კანზე, ტვინსა და ზოგადად, ჯანმრთელობაზე აისახა, მაგრამ სწორი მკურნალობის წყალობით, უკეთ ვარ და სიმღერაც შემიძლია,“ - წერს ბიბერი.

 

ცნბისთვის,  ლაიმის დაავადება ზოონოზური ინფექციაა, რომელსაც Borrelia გვარის წარმომადგენელი სპიროქეტა იწვევს. იგი ადამიანებში ტკიპის საშუალებით ვრცელდება. ზოონოზური დაავადებები, როგორც წესი, ხერხემლიანებსა და ადამიანებს შორის გადაეცემა. ცხოველები Borrelia-სპირველადი რეზერვუარები არიან. ტკიპა დაინფიცირებული ცხოველის სისხლის მიღებით ინფიცირდება. ყველაზე ხშირად, თავდაპირველად, კანის დაზიანებით ვლინდება, რომელიც მიგრატორული ერითემის სახელით არის ცნობილი. მოგვიანებითი გამოვლინებები შეიძლება ართრიტს, ცნს-ის ან გულის დაზიანებას მოიცავდეს.

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top