ავსტრალიაში ხანძრებს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა

ეს პერსონა

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრის დიკმანის ინფორმაციით, ავსტრალიაში  მძვინვარე ხანძრების შედეგად მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა. მისივე თქმით, მარტო ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრებს 800 მილიონზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

 პროფესორის განმარტებით, ცხოველები, რომლებიც ცდილობენ, ხანძარს გაექცნენ, მიუბრუნდებიან ადგილებს, სადაც გადარჩენის ყველანაირი რესურსი ამოწურული იქნება.

„ზოგი მათგანი გახდება მტაცებლების მსხვერპლი, მაგალითად, ველური კატები და წითური მელიები. ის ფრინველები ან ცხოველები, რომლებმაც მოახერხეს გაქცევა ხელშეუხებელ ტერიტორიებში, ვერ მოახერხებენ, წარმატებით გაუწიონ კონკურენცია იქ მობინადრე ცხოველებს, და შეიძლება დაიხოცონ მოკლე დროში“, - აღნიშნა პროფესორმა.

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top