"უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას" - დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

 ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ - პარტნიორებთან, - ამის შესაზებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხზე  უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვა გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია აშშ-ს  საქმეთა რწმუნებულთან საქართველოში, ასევე სხვა პარტნიორებთან. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე რეგიონში სიტუაციის ესკალაციას, რომელსაც შესაძლოა, ასევე ჰქონდეს დამაზიანებელი ეფექტი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ რეგიონს მიღმა. ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით, აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი და ამოქმედებული ყველა დიპლომატიური საშაუალება იმისთვის, რომ მოიძებნოს სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო რეგიონში, რომ ამ რეგიონში არიან ჩვენი მოქალაქეები, ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გაკთებული იყო ერაყზე. თავად ბაღდადში საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და სწორედ მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. იყო მიღებული და უკვე გვაქვს ზომები იმასთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის პირობებში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება. ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვყავს საელჩო ბაღდადში, ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს დახმარებით ხდებოდა კომუნიკაცია. ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან. ეს დავალება პირველი დღეებიდანვე მიღებული გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან.

პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც წამოდგენილნი არიან უშიშროების საბჭოს ფორმატში. ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ - პარტნიორებთან. ამ მომენტისთვის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top