არეულობა სოხუმში - ვინ არის შტურმის მოთავე ახრა ავიძბა

ეს პერსონა

სოხუმში ოპოზიცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. 

9 იანვარს, საღამოს, შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა, 10 იანვრის დილის ინფორმაციით კი,  დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 300-მდე პირი იმყოფებოდა.

შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში, სოჭში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. თავად ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეც არის და "აფხაზეთის მოქალაქეც". ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) გმირია (ცნობილი სახელით - „აფხაზ“). ასევე, ის 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ალხას ავიძბას ბიძაშვილია.

ახრა ავიძბას განცხადებებით, ხაჯიმბას რეჟიმი ძარცვავს ხალხს, შეკრულია კრიმინალებთან და არჩევნებში დასახმარებლად მათ საპატიმროებიდან ათავისუფლებს.

ახრა ავიძბა 9 იანვარს მოითხოვდა, რომ „პარლამენტს“ დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top