ირანმა აღიარა, რომ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო

ეს პერსონა

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 176 ადამიანი იჯდა, შემთხვევით ჩამოაგდეს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება ირანის სახელმწიფო ტელეეთერში გაჟღერდა, რომელსაც სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

ავიალაინერი ირანელი სამხედროების მხრიდან "საშიშროებებად" შეფასდა, იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც იმ დღეს არსებობდა.

მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 176 მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

წყარო: ABC
0
1
2
35
26
კომენტარები
ეს პერსონა
Top