რა საფრთხეს გვიქმნის მეორადი პლასტმასის ბოთლების გამოყენება?

ეს პერსონა

პლასტმასის მეორად ბოთლში მოთავსებულ პროდუქტების მავნებლობაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში საუბრობენ. სპეციალისტების განმარტებით, მათი ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა ისეთი მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელიც კი გახდეს, როგორიც კიბოა.
 

ფტალატი, ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი - ეს იმ ათასობით კანცეროგენული ნივთიერების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პლასტმასის არასწორი გამოყენებისას გამოიყოფა, შემდეგ კი ყველა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. დახლებზე დღემდე გვხდება პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული ღვინო არაყი, თაფლი და რძე, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

განსაკუთრებულად საშიშია პლასტმასის პატარა ბოთლები. კვლევამ აჩვენა, რომ მათში მოთავსებულ წყლის სინჯში 35 ათასამდე მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. საქართველოში ყველაზე ხშირად "PET" ნიშნით წარმოებული ბოთლი გამოიყენება. რაც ბოთლის ერთჯერადობაზე მიუთითებს და მისი მრავალჯერ გამოყენება საშიშია.

გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა, საუბარია გარემოს დაბინძურების საფრთხეზეც.

წყარო: Rustavi 2
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top