60 წლამდე მამაკაცს რესტორანში გული გაუჩერდა

ეს პერსონა

რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ცნობით, მამაკაცი რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top