დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს სპარსულად მიმართა

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან სპარსულ ენაზე მიმართა ირანელ ხალხს:

„მამაც და დიდი ხნის ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან, თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, – წერს დონალდ ტრამპი „ფეისბუქში“.

ირანის რამდენიმე ქალაქში, ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს. ამასთან, ირანული მედიის ინფორმაცით, აქცია პოლიციამ დაშალა.

 

1
3
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top