კლუბ "ბასიანთან" სროლა იყო, დაჭრილია 3 ადამიანი

ეს პერსონა

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“  გამთენიისას სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სავარაოუდოდ დაჭრილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. სულ ნასროლია 18 ტყვია.

მომხდარის შემდეგ, კლუბის სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top