ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დააკავეს

ეს პერსონა

ირანის დედაქალაქში გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი რობ მაკაირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დესპანი „აქციის მონაწილეების წახალისების“​ ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ალ არაბიას“ ცნობით, მაკაირი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

მომხდარი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა ირანში საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირა.

ირანის რამდენიმე ქალაქში უკვე მეორე დღეა რაც აქციები იმართება. დემონსტრანტები გამოძიების ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top