ხატია დეკანოიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: ხელისუფლებას ვალდებულია გადასცეს ყველა მტკიცებულება ევროსასამართლოს

ეს პერსონა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ვალდებულია გასცეს ყველა კითხვას პასუხი და გადასცეს ყველა მტკიცებულება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

"მას შემდეგ, როცა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელზეც ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახს უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ, ამ სიტუაციაში, ნამდვილად დადგინდება სიმართლე და სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, ანუ რატომ მოკლა დაუგეგმავი და გაუმართლებელი სპეცოპერაციის შედეგად, რა წინაპირობები უძღოდა და რა იყო ის გარემოებები, რომელიც ხდიდა აუცილებელს ამ არაპროფესიონალურად ჩატარებულ სპეცოპერაციას, ასევე, რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი, როცა მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა, რატომ უარყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, როცა ოჯახს და საზოგადოებას აინტერესებთ სიმართლის დადგენა, ყველა ამ კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, გასცეს პასუხები და გადასცეს ყველა მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს." - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top