ველისციხის განვითარების პროექტისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი

ეს პერსონა

კახეთში მასშტაბური პროექტი იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციას იწყებს. მეხუთე საუკუნის სოფელი, რომელიც ჰერეთის პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა ძველ არქიტექტურულ სახეს დაიბრუნებს.

განახლდება 55-მდე საცხოვრებელი სახლის გარე ფასადი, ქუჩები, მიწისქვეშა გვირაბები. გაიხსნება საოჯახო სასტუმროები და კაფე-ბარები. ასევე, ფუნქციას დაიბრუნებს თეატრი, სადაც პირველი სპექტაკლი საუკუნის წინ დადგეს. 

პროექტის სრული ვერსია მზად, სავარაუდოდ მაისის ბოლოს იქნება ცნობილი. რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. 20 მილიონიან პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top