ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ეს პერსონა

ინტელექტ კლუბ "რა? სად? როდის?" მონაწილის, ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 31 იანვარს დაინიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა.

ნიკას თავის ტვინის კავერნომა აქვს. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას.

18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია.

მწერალთა სახლში, საზოგადოებას შეეძლებათ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეძენა, რომლიდან მიღებული თანხაც ნიკა აგლაძის მკურნალობას მოხმარდება.

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე::
TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

0
0
0
5
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top