აჭარის მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1 მლნ 750 ათასი ლარი გამოყო

ეს პერსონა

2020 წლის ზაფხულისთვის აჭარაში ჩასულ ტურისტებს განახლებული პეტრას ციხე დახვდებათ. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებს, ასევე, დერეფნის უბანს. ტერიტრიაზე ახლა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობას, იარუსების ადაპტირება და თანამედროვე ტექნიკით ციხის ისტორიის გაცოცხლება. აჭარის მთავრობას, პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. 

წლის ბოლომდე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ჯამში ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის აჭარის მთავრობიდან 1, 750 ათასი ლარი დაიხარჯება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო სტანდარტების ტურისტული ობიექტიც გახდება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top