ყინვამ ავღანეთში 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ეს პერსონა

ავღანეთში ძლიერ ყინვას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ტემპერატურა -12 გრადუსს მიუახლოვდა. არსებობს ვარაუდი, რომ ტემპერატურა კიდევ დაიწევს, რაც გარდაცვლილთა რიცხვს კიდევ გაზრდის.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებულად ცივი აღმოჩნდა, რაც მათთვის მოულოდნელი იყო. თოვლის სახით მოსული უხვი ნალექი კი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

თოვლმა ჩაანგრია საცხოვრებელი სახლის სახურავი ჰერათის პროვინციაში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც. უამინდობა მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალების დახურვის მიზეზიც ხდება.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top