ავსტრალიის ხელისუფლება 35 მლნ დოლარს ფლორისა და ფაუნის აღდგენისთვის გამოყოფს

ეს პერსონა

ავსტრალიის ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 35 მილიონი დოლარი გამოყო, იმისთვის, რომ ტყის ხანძრისგან გადამწვარი ველური ბუნება აღადგინოს.

თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველების სახეობების აღდგენას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ფლორის გამრავალფეროვნებას მოხმარდება.

ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით,  ცხოველთა სახეობების გამრავლება განსაკუთრებით პრიორიტეტულია, რადგანაც მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ. განსაკუთრებით დაზიანდნენ კოალები, რომელთა სახეობასაც სტიქიის გამო უკვე საფრთხე ემუქრება.

მასშტაბური ტყის ხანძრები ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სტიქიამ 100 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი გადაწვა. ხანძარს 26 ადამიანი და მილიონობით ცხოველი ემსხვერპლა.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top