"ადამიანს ვერავინ  ეხმარებოდა. გადავწყვიტე უბრალოდ მივსულიყავი და რასაც შევძლებდი, გამეკეთებინა“- 18 წლის რუსთაველმა ბიჭმა ბორტზე ქალი გადაარჩინა

ეს პერსონა

25 დეკემბერს, თბილისიდან ბელარუსისკენ საჰაერო რეისზე შემთხვევა მოხდა, სადაც ბორტზე ქალი შეუძლოდ გახდა, მისი გადარჩენა კი 18 წლის რუსთაველმა ბიჭმა მოახერხა.

„ბორტის გმირი - ასე შეარქვეს მგზავრებმა ბუბა ჯიმშიაშვილსბუბამ თვითმფრინავში შუახნის ქალის გადარჩენას 30 წუთის განმავლობაში ცდილობდა და გაჩერებული გული აამუშავა.

თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება გადაწყვიტა. პარალელურად ბორტ-გამცილებელმა იკითხა, მგზავრებიდან ვინმეს თუ შეეძლო პირველად დახმარების აღმოჩენა. 

„უკანა რიგებში ვიჯექი მარტო, მშვიდი მგზავრობა იყო. რუსულად მესმის ხმა, ვისაც გაქვთ პრაქტიკა, ან ვისაც შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, წინ გამოიწიეთო. მეც წამოვდექი, მაინტერესებდა სიტუაცია, რა ხდებოდა. პრაქტიკას გავდიოდი კლინიკა რუსთავში და შეხება მქონდა მედიცინასთან. მივედი ადგილზე და ასეთი სიტუაცია დამხვდა, ქალს ჰქონდა პირღებინება და შემდეგ გული წაუვიდა. ეგრევე ძირს დავაწვინე, წნევა გავუსინჯე, პულსი არ იყო. დავიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი.

ადამიანს ვერავინ  ეხმარებოდა. გადავწყვიტე უბრალოდ მივსულიყავი და რასაც შევძლებდი, გამეკეთებინა.“ - იხსენებს რუსთაველი ახალგაზრდა „ინფო რუსთავთან“ საუბარში.

„კივილ-წივილი იყო. ქალს არასრულწლოვანი შვილი ახლდა თან. სრული ქაოსი და პანიკა შეიქმნა, თუმცა ეს ახალგაზრდა ბიჭი არ დაბნეულა.“ - ჰყვება ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი.

ბუბა ჯიმშიაშვილი ექიმობაზე ოცნებობს, იგი ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს აბარებს და მისი მიზანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლაა.

30
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top