ავსტრალიაში ხანძრისგან გადარჩენილი ცხოველების გამოსაკვებად ციდან ბოსტნეული გადაყარეს

ეს პერსონა

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მთავრობის დავალებით თვითმფრინავებიდან გადაყარეს 1000 კილო ბოსტნეული ხანძრებისგან გადარჩენილი ცხოველების გამოსაკვებად. აღნიშნულ ოპერაციას „კლდიანი ვალაბი“ [კენგურუსებრთა ოჯახის წარმომადგენელი, საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარი] შეარქვეს.

ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრის, მეთ კინის თქმით, ცხოველების გადასარჩენად გამოიყენეს ტკბილი კარტოფილი და სტაფილო.

 კინის განმარტებით, ეს სტრატეგია მიმართულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების, მაგალითად, კლდიანი ვალაბის გადასარჩენად, რადგან ხანძარმა გაანადგურა მათი საცხოვრებელი გარემო და ჩვეული საკვების გარეშე დატოვა.

ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს, რის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი და მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

40
0
0
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top