ირანში სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად აშშ-ისა და ისრაელის დროშებზე არ გადაიარეს - ვიდეო

ეს პერსონა

თეირანში, შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტში სტუდენტთა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად, უარი თქვა ისრაელისა და აშშ-ის დროშების გადაბიჯებაზე.

ვიდეოში ასახულია, სტუდენტთა ნაკადი როგორ არიდებს თავს ასფალტზე გამოსახულ დროშებს. ამ გზით მათ ირანის მთავრობის მიმართ დამოურჩილებლობა გამოხატეს.  

ირანი აშშ-სა და ისრაელს თავის მტრებად მიიჩნევს, შესაბამისად, ასფალტზე გამოსახული დროშების გადაბიჯება ამ ქვეყნების შეურაცხყოფას ნიშნავს.

ცნობისთვის,ირანში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, სადაც ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდა მას შემდეგ, რაც თეირანმა აღიარა, რომ „შეცდომით“ გადმოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top