რაულ ხაჯიმბა მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ეს პერსონა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, მარტში დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„რაულ ხაჯიმბამ მიიღო გადაწყვეტილება, არ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე“, -თქვა ბარციცმა ე.წ. საპარლამენტო სხდომის წინ, სადაც ხაჯიმბას გადადგომას განიხილავენ.

დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს არ უთქვამს, რა იყო ხაჯიმბას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ოკუპირებულ რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აიღეს და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ამის ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტისთვის დანიშნა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top