ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დანიშნეს

ეს პერსონა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დანიშნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

ბგანბას კანდიდატურას 34 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სულ ე.წ. პარლამენტს 35 დეპუტატი ჰყავს.

ბგანბა უკვე იკავებდა ამ თანამდებობას 2014 წელს, პოლიტიკური კრიზისის დროს. მაშინ ოპოზიციურმა ძალებმა რაულ ხაჯიმბას მეთაურობით  აფხაზეთის მაშინდელ მეთაურს, ალექსანდრე ანქვაბს გადადგომისკენ უბიძგეს.

ცნობისთვის, დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა რაულ ხაჯიმბა. როგორც ცნობილი გახდა, ის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ოკუპირებულ რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აიღეს და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ამის ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტისთვის დანიშნა.

წყარო: Интерфакс
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top