რუსეთში მატარებლის მოძრაობა ურჩმა აქლემმა შეაფერხა - ვიდეო

ეს პერსონა

რუსეთში, ასტრახანის რეგიონში ტაშკენტიდან მოსკოვში მიმავალმა მატარებელმა 40 წუთით დაიგვიანა აქლემის გამო, რომელიც მის წინ, ლიანდაგებზე დარბოდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო Youtube-ზე გამოაქვეყნეს. ვიდეო მატარებლის ეკიპაჟმა გადაიღო. მათი თქმით, ურჩი აქლემის გამო მათ მოუწიათ, სიჩქარე 13 კმ/საათამდე დაეწიათ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს ვოლგისპირეთის მხარეში გახშირდა ცხოველების მიერ სარკინიგზო გზებზე გადაადგილების ფაქტები.

 

ტეგები:
წყარო: Интерфакс
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top