ქავთარაძის ბაზრობაზე 14 სახანძრო და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული

ეს პერსონა

თბილისში, ქავთარაძის 3 ნომერში ცეცხლი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალა. დაახლოებით იწვოდა 350-400 კვადრატამდე ფართობი.

გამომდინარე იქიდან იქიდან, რომ გვერდზე არის ორი ბენზინგასამართი სადგური, იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. თუმცა, ადგილზე ოპერატიულად იყო მობილიზებული 14 სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. მოხდა ადგილზე ნაწილობრივი კერების ლოკალიზება. 

მიმდინარეობს დარჩენილი კერების ქრობის პროცესი.

ხანძრის შედეგად არ არიან დაშავებულები.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top