ხელოვნური "ქალაქური ხე" ლონდონში, რომელიც ჰაერს ფილტრავს - ვიდეო

ეს პერსონა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ადამიანების ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ უმთავრესი საფრთხეა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ებრძვიან ამ პრობლემას და ცდილობენ აღფომხვრის გზები იპოვნონ. 

 ლონდონში city tree- ის სახელით ცნობილი 3 კონსტრუქცია განათავსეს, რომლებიც ჰაერს ნახშირორჟანგისგან ფილტრავენ. 

ხელოვნური ხეები, რომლებსაც არა აქვთ ხის ფორმა,  სინამდვილეში  სხვადასხვა სახის ხავსით დაფარული კონსტრუქციებია, რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტსა და მყარ ნაწილაკებს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. 4 მეტრის სიმაღლის კონტრუქციებს საკუთარი მორწყვისა და ენერგომომარაგების სისტემები აქვთ, რაც მათ მუშაობას ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს.

"ქალაქური ხე " 275-ზე მეტი ზდასრული ხის სამუშაოს ასრულებს და წლის განმავლობაში 240 ათასს კილოგრამ CO2-ს შეიწოვს.

City Tree-ს ნახვა ლონდონში Leytonstone-ის სადგურთან, Leytonstone High Road-სა და Crownfield Road-თან შეიძლება – ადგილები დაბინძურების ყველაზე დიდი მაჩვენებლის გამო აირჩიეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top