რუსმა ჰაკერებმა უკრაინული გაზკომპანია Burisma-ს საიტები გატეხეს - სავარაუდოდ, საქმე ტრამპის იმპიჩმენტს ეხება

ეს პერსონა

რუსმა ჰაკერებმა უკრაინული გაზკომპანია Burisma-ის საიტები გატეხეს, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ  დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტზე ჯო ბაიდენზე კომპრომატის მოსაძიებლად. ბაიდენის ვაჟი Burisma-ს მართვაში იღებდა მონაწილეობას.

The New York Times-ის ინფორმაციით, ჰაკერული შეტევები კომპანიაზე ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტზე, უკრაინასა და ბაიდენზე საუბრობდნენ. უცნობია, იპოვეს თუ არა ჰაკერებმა ის, რასაც ეძებდნენ. გამოცემა წერს, რომ არსებობს აზრი, რომ ჰაკერები ბაიდენზე იმ ინფორმაციას ეძებდნენ, რომელზეც ტრამპი კიევს მიუთითებდა, როცა ითხოვდა Burisma-სა და ბაიდენზე გამოძიების დაწყებას. სტატიის თანახმად, ჰაკერული თავდასხმის ტაქტიკა წააგავს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების ელექტრონული ფოსტის გატეხვას.

The New York Times-ის ინფორმაციით, Burisma-ის საიტების გატეხვა რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოში შემავალი სამხედრო ჰაკერებმა განახორციელეს. მათ გამოიყენეს ფიშინგური ელექტრონული წერილები, რომელთა დანიშნულებაა მომხმარებელთა სახელებისა და პაროლების მოპარვა. ამ შემთხვევაში ჰაკერებმა Burisma-ს შვილობილი კომპანიების საიტებზე შესაღწევად ყალბი გვერდების ანგარიშებს ქმნიდნენ და თანამშრომლებს უგზავნიდნენ წერილებს ამ კომპანიების სახელით. სწორედ ამ გზით ჰაკერები იღებდნენ მომხმარებელთა მონაცემებეს

ჯერჯერობით არც რუსეთს, არც Burisma-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

წყარო: The New York Times
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top