კანადის პრემიერ-მინისტრი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე: ძირითად დარტყმას უდანაშაულო ხალხი იღებს

ეს პერსონა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მტკიცებით, რომ არა სიტუაციის დაძაბვა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კანადის 57 მოქალაქე არ დაიღუპებოდა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად.

„დაძაბულობა რომ არ ყოფილიყო, ბოლო დროს რომ არ ყოფილიყო ესკალაცია რეგიონში, ეს კანადელები თავის ოჯახებთან ერთად სახლში იქნებოდნენ.

ეს ისაა, რაც ხდება, როცა გაქვს კონფლიქტი და ომი. უდანაშაულო მსხვერპლები ძირითად დარტყმას იღებენ და ეს შეხსენებაა, ყველამ რატომ უნდა მტკიცედ ვიმუშაოთ დეესკალაციაზე, გადავდგათ ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლად და მოვნახოთ გზა, რომელიც არ დაუშვებს სხვა კონფლიქტებსა და მკვლელობას“, -განაცხადა ტრუდომ.

ცნობისთვის, 8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნის შედეგად 176 მგზავრი დაიღუპა. როგორც მოგვიანებით ირანმა აღიარა, მათ თვითმფრინავი „შეცდომით“ ჩამოაგდეს.

 

 

 

 

წყარო: Global News
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top