ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა

ეს პერსონა

ირანში დააკავეს რამდენიმე პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეხება აქვს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. ამის შესახებ Reuters-მა ირანის იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერ  გოლამჰოსეინ ისმაილზე დაყრდნობით დაწერა.

თეირანი არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, 8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნის შედეგად 176 მგზავრი დაიღუპა. როგორც მოგვიანებით ირანმა აღიარა, მათ თვითმფრინავი „შეცდომით“ ჩამოაგდეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top