ბრიტანეთში, 6 წლის განმავლობაში სახლთან უცნობებისგან საჩუქრად დატოვებულ ფულს ხალხი პოლიციაში აბრუნებდა

ეს პერსონა

დიდ ბრიტანეთში, დარემის საგრაფოს სოფელ ბლექჰოლ კოლიერში უცნობი პირები 6 წლის განმავლობაში გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს ფულს უტოვებდნენ. ყოველ ჯერზე შეკვრაში 2000-2000 ფუნტი (2600 დოლარი) იყო ჩადებული. ანონიმური ქველმოქმედები ყოველთვის ტოვებდნენ ფულს მიმღებისთვის თვალსაჩინო ადგილას, მაგალითად, პირდაპირ ტროტუარზე ან სახლის კართან. შემდგომ ისინი ახლო-მახლოს იმალებოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ადრესატმა ფულს მიაგნო.

6 წლის განმავლობაში ადგილობრივებმა პოლიციას ჩააბარეს მიღებული თანხა - ჯამში, 26 000 ფუნტი (თითქმის 34 000 დოლარი). ბრიტანეთის კანონდებლობით, თუ ნაპოვნი ფულის პატრონი არ გამოჩნდება ან უარს ამბობს, უკან აღებაზე, მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ ფული მპოვნელს უბრუნდება. შესაბამისი ფულის ყველა შეკვრა პოლიციამ „მპოვნელებს“ დაუბრუნდა.

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ გამოვრიცხეთ, რომ ფული უკავშირდება რამე კრიმინალურ საქმიანობას ან მოწყვლად ადამიანს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ კეთილ სამარიტელს, რომ დაგვიკავშირდნენ, ასევე ბლექჰოლის პატიოსან მცხოვრებლებს, რომლებსაც ყოველთვის მოჰქონდათ ფული პოლიციაში“ -  განაცხადა დარემის პოლიციის წარმომადგენლმა ჯონ ფოსტერმა.

Blackhall Colliery: Cash in street 'left by Good Samaritans' https://t.co/IlIFJPgdvj

— BBC News (UK) (@BBCNews) January 13, 2020
0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top