ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩამოვარდნისას სამი ადამიანი დაშავდა

ეს პერსონა

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.

"ბათუმელების" ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა.

ამ კორპუსის მაცხოვრებლის თქმით, ეს სატვირთო ლიფტი იყო, თუმცა, მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

0
0
3
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top