ერაყში მდებარე ტაჯის ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ეს პერსონა

ერაყში მდებარე სამხედრო ბაზა ტაჯიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილთან ახლოს ამერიკელი სამხედროების ბაზაა განლაგებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტი ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნასროლი იყო ე.წ.„კატიუშას“ ტიპის რაკეტები.

დაჭრილების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების კონტიგენტთან ახლოს ბოლო თავდასხმა, 12 იანვარს, ბალადას ბაზაზე განხორციელდა.

ერაყში სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა 3 იანვარს აშშ-ის იერიშის შედეგად, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, გავლენიანი ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top