პირი, ვინც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო გაავრცელა, ირანში დააკავეს

ეს პერსონა

ირანში დააკავეს პირი, რომელმაც „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო ინტერნეტით გაავრცელა. ინფორმაციას სააგენტო Fars ავრცელებს.

ირანის უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ მამაკაცი საქმის გამოძიებისთვის დააკავეს, რომელიც ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების ფარგლებში ხორციელდება.  

საუბარია ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში მაშინ გავრცელდა, როდესაც ირანის ხელისუფლებას სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება ჯერ აღიარებული არ ჰქონდა.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, რომელსაც შესაძლო კავშირი ჰქონდათ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან.  ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც თვითმფრინავის ჩამოგდებაში წვლილი მიუძღვის, პასუხისგებაში მიეცემიან. 

„უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა. 11 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდება აღიარა.

 

We are analyzing this new video supposedly showing a mid-air explosion. By our initial estimation, the video shows an apartment block in western Parand (35.489414, 50.906917), facing northeast. This perspective is directed approximately towards the known trajectory of #PS752. pic.twitter.com/nDvjRIkFU4

— Bellingcat (@bellingcat) January 9, 2020
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top