ოზურგეთში, სუპერმარკეტზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

ეს პერსონა

ოზურგეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. თვითმხილველების თქმით, ნიღბიანი პირი მოლარეებისგან იარაღის მუქარით ნავაჭრ თანხას ითხოვდა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაახლოებით 1500 ლარამდე თანხა წაიღო და მიიმალა. 

სუპერმარკეტი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top