რუსეთის მთავრობა გადადგა

ეს პერსონა

 

რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მანამდე პუტინმა გამოთქვა წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მედვედევმა აღნიშნა, რომ პუტინის შემოთავაზება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ბალანსს შეცვლის.

„ამ კონტექსტში აშკარაა, რომ ჩვენ, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება და ამ პირობებში, ვფიქრომ, რომ  რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად სწორი იყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მოქმედი შემადგენლობით გადადგა“, - განაცხადა მედვედევმა.

ამის საპასუხოდ პუტინმა მედვედევს შესთავაზა, უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავოს. ამჟამად ეს თანამდებობა არ არასებობს, თუმცა მისი შემოღება იგეგმება.

ახალი მთავრობის ფორმირებამდე მედვედევს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია დაეკისრება.

 

0
0
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top