ვაშლიჯვარში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ეს პერსონა

თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა. შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო ოთხი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top