რუსეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ეს პერსონა

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მიხეილ მიშუსტინი დაინიშნა, ხოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მოადგილის პოსტი დაიკავა.

გუშინ რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინმა კი თქვა, რომ გეგმავს შექმნას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც მედვედევს შესთავაზებს. რუსეთის პრეზიდენტი საბჭოს თავმჯდომარეცაა.

რაც შეეხება მიშუსტინს, ის აქამდე ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. დღეს სახელმწიფო დუმამ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მიშუსტინმა პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობას წარადგენს. კანონის მიხედვით, საამისოდ ახალ პრემიერს ერთი კვირა აქვს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top