ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო

ეს პერსონა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იმპიჩმენტის პროცესის მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა და კონგრესმენებმა ფიცი უკვე დადეს. 

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპის ოპონენტები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პირველ პირზე ზეწოლა განახორციელა, რომ ზელენსკის ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ამერიკის პრეზიდენტი.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top