„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა

ეს პერსონა

საქართველოს ელექტრო სისტემას ახალი თბოელექტროსადგური შეემატა. 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამოირჩევა.

ობიექტი ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციით აშენდა. თბოელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართა. 

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ახალი თბოელექტროსადგურის გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. 

გიორგი გახარიას განცხადებით, გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top