"ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს" - დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კელი დეგნანს საქართველოში ელჩად დანიშნა მიულოცა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

„ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა დღეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც განსაზღვრულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფორმატით – თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით, თანამშრომლობისა და დემოკრატიული ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობების მხრივ. ეს არის ის მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კელი დეგნანის მიერ ფიცის დადების დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია აშშ-ს ელჩის განცხადებები საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით.

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო.  ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top