გიორგი გახარია აშშ-ის ახალ ელჩს ფიცის დადებას ულოცავს

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიურობის შესაძენად“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top