საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა

ეს პერსონა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან ახლოს, სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:28 საათზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 16 კმ-ში იყო.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top