თბილისის შემოსასვლელთან ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ეს პერსონა

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. აქედან სამი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top