ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეს პერსონა

ჩინეთში, სინცზიან უიგურსკის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კაშგარის ოლქთან ახლოს, 16 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრას რვა განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ამ წუთებში მაშველები სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაციას ახორციელებენ.

0
0
2
4
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top