"ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ასეთი რამ, თუმცა სხვა არჩევანი არ იყო"- პრინცი ჰარის პირველ კომენტარი ტიტულის დატოვების შემდეგ

ეს პერსონა

პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის ტიტულის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბოლო არჩევანი იყო, რათა საქველმოქმედო საქმიანობა დამოუკიდებლად განეხორციელებინა.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ასეთი რამ, თუმცა სხვა არჩევანი არ იყო."- პრინცმა ჰარიმ აღნიშნული განცხადება, თავის საქველმოქმედო ორგანიზაციაში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სამეფო ოჯახში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. პრინცის თქმით, მას სურდა, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ემსახურა სამეფო ოჯახში, თუმცა ეს არ გამოვიდა.

რამდენიმე დღის წინ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ სამეფო უფლებამოსილებების შესრულება აღარ სურთ და უარს ამბობენ ფინანსურ პრივილეგიებზე.

1
0
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top