"მაგთი ფიქსის" აბონენტებს ტელეფონის გარეშე დარჩენის საფრთხე აღარ ემუქრებათ

ეს პერსონა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. მაგთი ფიქსის 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.

"მაგთი ფიქსის" მომსახურებით, ძირითადად, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს და ამდენად, სერვისის გათიშვით მათ კომუნიკაციის საშუალების გარეშე დარჩენის საფრთხე ექმნებოდათ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top