სვანეთში ბიტკოინების მაინერების მუშაობას აპროტესტებენ

ეს პერსონა

სვანეთში ბიტკოინების მაინერების მუშაობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამის გამო ელექტროენერგია მესტიას შეფერხებით მიეწოდებოდა.

საინიციატივო ჯგუფის წამომადგენლების თქმით, არის საფრთხე, რომ მოსახლეობას, რომელიც ამ დრომდე დენის გადასახადს არ იხდის, გადასახადი დაუწესონ, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ.

პრობლემის არსებობას ადასტურებს მესტიის მერი. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს 2 ათასამდე ერთეული დანადგარი, რის შემდეგაც დენმა 2,5 მეგავატით მოიმატა. როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს უთხრა, არსებობს საფრთხეც, რომ გადასახადი დაწესდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ამ შესაძლებლობას არ განიხილავს.

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარების გამო დამატებითი პრობლემები არ შეიქმნება და აღნიშნულზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ. 

ენერგო-პროში ადასტურებენ, რომ აპარატები აღმოაჩინეს, თუმცა დასძენენ, რომ პროცესი გრძელდება და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

წყარო: rustavi2.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top